ფასდაკლება
ბოლო გაყიდულები
God of War Ragnarök - Steam აქაუნთი God of War Ragnarök - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 19 წუთის წინ
Hitman 3 - Epic Games აქაუნთი Hitman 3 - Epic Games აქაუნთი Epic Games აქაუნთები 52 წუთის წინ
DOOM: The Dark Ages - Steam აქაუნთი DOOM: The Dark Ages - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 2 საათის წინ
DOOM Eternal - Steam აქაუნთი DOOM Eternal - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 4 საათის წინ
Total War: THREE KINGDOMS - Epic Games აქაუნთი Total War: THREE KINGDOMS - Epic Games აქაუნთი Epic Games აქაუნთები 5 საათის წინ
Kerbal Space Program - Steam აქაუნთი Kerbal Space Program - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 6 საათის წინ
Dying Light 2 Stay Human - Steam აქაუნთი Dying Light 2 Stay Human - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 7 საათის წინ
Uncharted 4: A Thief’s End - Steam აქაუნთი Uncharted 4: A Thief’s End - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 7 საათის წინ
World War Z - Epic Games აქაუნთი World War Z - Epic Games აქაუნთი Epic Games აქაუნთები 9 საათის წინ
Wallpaper Engine - Steam აქაუნთი Wallpaper Engine - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 9 საათის წინ
Assassin's Creed Mirage - Uplay აქაუნთი Assassin's Creed Mirage - Uplay აქაუნთი Ubisoft აქაუნთები 10 საათის წინ
Fortnite აქაუნთი 80+ სკინით Fortnite აქაუნთი 80+ სკინით Fortnite აქაუნთები 12 საათის წინ
F1 25 Iconic Edition - Steam აქაუნთი F1 25 Iconic Edition - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 13 საათის წინ
Microsoft Flight Simulator 2024 - Steam აქაუნთი Microsoft Flight Simulator 2024 - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 14 საათის წინ
The Planet Crafter - Steam აქაუნთი The Planet Crafter - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 14 საათის წინ
Uncharted: The Lost Legacy - Steam აქაუნთი Uncharted: The Lost Legacy - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 16 საათის წინ
WorldBox - God Simulator - Steam აქაუნთი WorldBox - God Simulator - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 16 საათის წინ
ARC Raiders (PS5) (P2 / P3) ARC Raiders (PS5) (P2 / P3) Playstation 5 17 საათის წინ
Europa Universalis IV - Epic Games აქაუნთი Europa Universalis IV - Epic Games აქაუნთი Epic Games აქაუნთები 19 საათის წინ
Sekiro: Shadows Die Twice - Steam აქაუნთი Sekiro: Shadows Die Twice - Steam აქაუნთი Steam Offline აქაუნთები 21 საათის წინ

წესები და პირობები

  • 1. ტერმინები და განმარტებები
  • 1.1 ვებგვერდი — FunGame-ის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://fungame.ge/ და მომხმარებლებს აძლევს ციფრული პროდუქციისა და მომსახურების შეძენისა და გაყიდვის შესაძლებლობას.
  • 1.2 ადმინისტრაცია — FunGame, რომელიც უზრუნველყოფს ვებგვერდის ფუნქციონირებას, მართვასა და მომხმარებელთა მომსახურებას.
  • 1.3 მომხმარებელი — ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით, როგორც სტუმარი ან რეგისტრირებული მომხმარებელი.
  • 1.4 მყიდველი — მომხმარებელი, რომელიც ვებგვერდის საშუალებით იძენს ციფრულ პროდუქციას ან მომსახურებას.
  • 1.5 გამყიდველი — მომხმარებელი, რომელიც ვებგვერდზე განათავსებს განცხადებას საკუთარი ციფრული პროდუქციის ან მომსახურების გასაყიდად.
  • 1.6 ციფრული პროდუქცია — არამატერიალური პროდუქცია ან მომსახურება, მათ შორის თამაშის ანგარიშები, ლიცენზიური გასაღებები, ვირტუალური ნივთები, თამაშებთან დაკავშირებული მომსახურება და სხვა ციფრული პროდუქტები.
  • 1.7 პირადი ანგარიში (პროფილი) — მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვებგვერდის ნაწილი, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია მართოს საკუთარი მონაცემები, შეკვეთები, განცხადებები და სხვა ხელმისაწვდომი ფუნქციები.
  • 1.8 განცხადება — გამყიდველის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეთავაზება ციფრული პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვის შესახებ.
  • 1.9 შეკვეთა — მყიდველის მიერ შერჩეული პროდუქციის ან მომსახურების შეძენის მიზნით გაფორმებული მოთხოვნა.
  • 1.10 გარიგება — მყიდველსა და გამყიდველს შორის ციფრული პროდუქციის ან მომსახურების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მოქმედებები.
  • 1.11 ჩატი — ვებგვერდზე არსებული საკომუნიკაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ან მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირება.
  • 1.12 ბალანსი — მომხმარებლის პირად ანგარიშში ასახული თანხა, რომლის გამოყენება ან გატანა შესაძლებელია ვებგვერდზე მოქმედი პირობების შესაბამისად.
  • 2. ზოგადი დებულებები
  • 2.1 წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები“) განსაზღვრავს FunGame-ის ვებგვერდით სარგებლობის პირობებს, მომხმარებელთა უფლებებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე ციფრული პროდუქციისა და მომსახურების შეძენასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ წესებს.
  • 2.2 FunGame წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული პროდუქციისა და მომსახურების შეძენა, საკუთარი განცხადებების განთავსება და სხვა მომხმარებლებთან გარიგებების განხორციელება.
  • 2.3 მომხმარებლებს შორის განხორციელებული გარიგების შემთხვევაში FunGame უზრუნველყოფს შესაბამის ტექნიკურ გარემოს, თუმცა არ წარმოადგენს გამყიდველს ან მყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქცია უშუალოდ FunGame-ის მიერ იყიდება.
  • 2.4 მომხმარებელი ვალდებულია, ვებგვერდით სარგებლობისას დაიცვას წინამდებარე წესები და მოქმედი კანონმდებლობა.
  • 2.5 FunGame უფლებამოსილია, განაახლოს ვებგვერდის ფუნქციები, შეცვალოს მისი დიზაინი, დაამატოს ახალი შესაძლებლობები ან განახორციელოს ტექნიკური სამუშაოები.
  • 2.6 FunGame ცდილობს უზრუნველყოს ვებგვერდის უწყვეტი და გამართული მუშაობა, თუმცა ტექნიკური შეფერხებების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
  • 2.7 მომხმარებელს ეკრძალება: ვებგვერდის მუშაობისთვის განზრახ ხელის შეშლა; უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლა; პროგრამული ხარვეზების პირადი სარგებლისთვის გამოყენება; სხვა მომხმარებელთა მონაცემებზე უნებართვო წვდომის მოპოვება; ვებგვერდზე მავნე პროგრამული კოდის გავრცელება; ვებგვერდის ფუნქციების გამოყენება უკანონო საქმიანობისთვის.
  • 2.8 უსაფრთხოების ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეატყობინოს FunGame-ის მხარდაჭერის სამსახურს.
  • 2.9 ვებგვერდზე რეგისტრაციით და წესების მიღებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მათ.
  • 3. რეგისტრაცია და პირადი ანგარიში
  • 3.1 ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით.
  • 3.2 მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში განაახლოს იგი.
  • 3.3 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს ექმნება პირადი ანგარიში, რომლის საშუალებითაც შეუძლია ისარგებლოს ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციებით.
  • 3.4 მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ავტორიზაციის მონაცემების დაცვასა და მესამე პირებისთვის მათი გამჟღავნების თავიდან აცილებაზე.
  • 3.5 დაუშვებელია სხვა მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო წვდომა ან მისი ნებართვის გარეშე გამოყენება.
  • 3.6 მომხმარებელს ეკრძალება დამატებითი ანგარიშების შექმნა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების ან დაბლოკვის გვერდის ავლის მიზნით.
  • 3.7 თუ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ მის ანგარიშზე მესამე პირს აქვს წვდომა, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მხარდაჭერის სამსახურს.
  • 3.8 FunGame უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი თაღლითობაზე, ანგარიშის უნებართვო გამოყენებაზე ან წესების დარღვევაზე.
  • 3.9 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
  • 3.10 მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი ანგარიშის წაშლა მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირების გზით. საკონტაქტო ელფოსტა: support@fungame.ge
  • 4. განცხადებების განთავსება
  • 4.1 საკუთარი პროდუქციის ან მომსახურების გასაყიდად განცხადების განთავსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის, რომელსაც აქვს შესაბამისი ფუნქციით სარგებლობის უფლება.
  • 4.2 გამყიდველი დამოუკიდებლად ქმნის განცხადებას, უთითებს პროდუქციის დასახელებას, აღწერას, ფასსა და სხვა აუცილებელ ინფორმაციას.
  • 4.3 განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, გასაგები და შეესაბამებოდეს რეალურად გასაყიდ პროდუქციას ან მომსახურებას.
  • 4.4 გამყიდველი პასუხისმგებელია საკუთარი განცხადების შინაარსზე, პროდუქციის ხელმისაწვდომობასა და მითითებული პირობების შესრულებაზე.
  • 4.5 განცხადების განთავსებით გამყიდველი ადასტურებს, რომ: აქვს პროდუქციის ან მომსახურების გაყიდვის შესაბამისი უფლება; პროდუქცია შეესაბამება აღწერაში მითითებულ ინფორმაციას; პროდუქციის გაყიდვით არ არღვევს მესამე პირების უფლებებს; შეძლებს შეკვეთის შესრულებას მითითებული პირობების შესაბამისად; მისი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
  • 4.6 ციფრული პროდუქციის გაყიდვისას გამყიდველი პასუხისმგებელია შესაბამისი ლიცენზიების, საკუთრებისა და გამოყენების უფლებების კანონიერებაზე.
  • 4.7 თამაშის ანგარიშების, ვირტუალური ნივთებისა და სხვა ციფრული პროდუქციის გაყიდვისას გამყიდველმა უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი თამაშის ან მომსახურების მიმწოდებლის პირობები.
  • 4.8 FunGame უფლებამოსილია, შეამოწმოს განცხადება, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი გამოქვეყნება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი წესების დარღვევაზე.
  • 4.9 ადმინისტრაციას შეუძლია წაშალოს ან დაბლოკოს განცხადება, რომელიც არღვევს წინამდებარე წესებს, მოქმედ კანონმდებლობას ან მესამე პირების უფლებებს.
  • 4.10 განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მასში მითითებული ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს ვებგვერდის სხვა მომხმარებლებისთვის.
  • 5. აკრძალული პროდუქცია და განცხადებები
  • 5.1 FunGame-ზე აკრძალულია ისეთი პროდუქციის, მომსახურების ან ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც:
    • 5.1.1 არღვევს მესამე პირების საავტორო, საკუთრების, სასაქონლო ნიშნის ან სხვა კანონიერ უფლებებს;
    • 5.1.2 შეიცავს მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას პროდუქციის ხარისხის, წარმომავლობის, მახასიათებლების ან გაყიდვის პირობების შესახებ;
    • 5.1.3 უკავშირდება მოპარულ ანგარიშებს, უკანონოდ მოპოვებულ მონაცემებს ან სხვა არალეგალურ ციფრულ პროდუქციას;
    • 5.1.4 შეიცავს მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, ვირუსებს ან მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ სხვა მასალებს;
    • 5.1.5 მიზნად ისახავს თაღლითობას, ფინანსურ მანიპულაციას ან მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას;
    • 5.1.6 შეიცავს ძალადობის მუქარას, შეურაცხყოფას, შევიწროებას ან სიძულვილის გაღვივებისკენ მიმართულ მასალებს;
    • 5.1.7 შეიცავს პორნოგრაფიულ ან სხვა უკანონო მასალებს;
    • 5.1.8 არღვევს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
  • 5.2 აკრძალულია ვებგვერდზე ისეთი განცხადებების განთავსება, რომლებიც მომხმარებლებს ატყუებს FunGame-ის ოფიციალურ მომსახურებასთან, გადახდის სისტემებთან ან ადმინისტრაციასთან კავშირის შესახებ.
  • 5.3 მომხმარებელს ეკრძალება სხვისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გამოქვეყნება ან გავრცელება.
  • 5.4 FunGame უფლებამოსილია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეზღუდოს ან წაშალოს წესების დამრღვევი განცხადებები და სხვა მასალები.
  • 5.5 განცხადების შინაარსითა და გაყიდული პროდუქციის კანონიერებით გამოწვეულ პასუხისმგებლობას გამყიდველი იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 6. პროდუქციის შეძენა და უსაფრთხო გარიგება
  • 6.1 მყიდველს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქცია ან მომსახურება ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზებებიდან.
  • 6.2 პროდუქციის შეძენამდე მყიდველი ვალდებულია გაეცნოს მის აღწერას, მახასიათებლებს, მიწოდების პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  • 6.3 მარკეტფლეისზე მომხმარებლებს შორის გარიგება ხორციელდება ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციების საშუალებით.
  • 6.4 მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და გადახდის შემდეგ, მყიდველსა და გამყიდველს შორის იხსნება ჩატი, რომლის საშუალებითაც ხდება პროდუქციის გადაცემასთან დაკავშირებული კომუნიკაცია.
  • 6.5 გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს შეძენილი პროდუქცია ან გაუწიოს შესაბამისი მომსახურება განცხადებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
  • 6.6 მყიდველი ვალდებულია, პროდუქციის მიღების შემდეგ შეამოწმოს მისი შესაბამისობა აღწერასთან და შეკვეთის პირობებთან.
  • 6.7 გარიგებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს FunGame-ის ჩატის საშუალებით.
  • 6.8 აკრძალულია მომხმარებლებს შორის ისეთი გადახდების განხორციელება ვებგვერდის გვერდის ავლით, რომლებიც მიზნად ისახავს FunGame-ის გარიგების სისტემისა და მოქმედი წესების დარღვევას.
  • 6.9 ვებგვერდის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ გარიგებებზე შესაძლოა ვერ გავრცელდეს FunGame-ის მიერ გათვალისწინებული მხარდაჭერისა და დავების განხილვის შესაძლებლობები.
  • 6.10 თუ პროდუქცია უშუალოდ FunGame-ის მიერ იყიდება და გათვალისწინებულია ავტომატური მიწოდება, მომხმარებელი მას იღებს ვებგვერდზე მოქმედი შესაბამისი სისტემის საშუალებით.
  • 7. შეკვეთები, გადახდები და თანხის დაბრუნება
  • 7.1 შეკვეთის გასაფორმებლად მყიდველი ირჩევს სასურველ პროდუქციას ან მომსახურებას და ასრულებს ვებგვერდზე მითითებულ მოქმედებებს.
  • 7.2 მყიდველი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას მიუთითოს სწორი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია პროდუქციის მისაღებად ან მომსახურების გასაწევად.
  • 7.3 პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდების გამოყენებით.
  • 7.4 გადახდის ცალკეულ მეთოდებზე შესაძლოა მოქმედებდეს დამატებითი საკომისიო, რომლის ოდენობაც მომხმარებელს უნდა ეცნობოს გადახდის დადასტურებამდე.
  • 7.5 რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საკუთარ ანგარიშზე არსებული ბალანსი, თუ შესაბამისი ფუნქცია ხელმისაწვდომია.
  • 7.6 მომხმარებლის ანგარიშზე არასაკმარისი ბალანსის არსებობის შემთხვევაში შეკვეთის დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სხვა მეთოდით, თუ სისტემა ამის საშუალებას იძლევა.
  • 7.7 მარკეტფლეისზე განხორციელებული გარიგების ფარგლებში გამყიდველი იღებს ინფორმაციას შეკვეთის შესახებ და ვალდებულია შეასრულოს მასთან დაკავშირებული პირობები.
  • 7.8 გარიგების წარმატებით დასრულების შემდეგ გამყიდველის მიერ მიღებული თანხა აისახება მის ანგარიშზე მოქმედი პირობებისა და შესაძლო საკომისიოს გათვალისწინებით.
  • 7.9 გამყიდველს შეუძლია მოითხოვოს ხელმისაწვდომი თანხის გატანა ვებგვერდზე გათვალისწინებული მეთოდით, მათ შორის მითითებულ კრიპტოვალუტის საფულეზე.
  • 7.10 თანხის გატანისას მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული გადახდის რეკვიზიტებისა და კრიპტოვალუტის საფულის მისამართის სიზუსტეზე.
  • 7.11 თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება კონკრეტული შეკვეთის გარემოებების, პროდუქციის მდგომარეობისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  • 7.12 მყიდველს შეუძლია მიმართოს მხარდაჭერის სამსახურს, თუ: გადახდის მიუხედავად, პროდუქცია არ მიუღია; მიღებული პროდუქცია არ შეესაბამება განცხადებაში მოცემულ აღწერას; გამყიდველმა არ შეასრულა შეთანხმებული პირობები; პროდუქციის მიღებისას გამოვლინდა ისეთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მის შეთანხმებული პირობებით გამოყენებას.
  • 7.13 თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვისას FunGame უფლებამოსილია, მოითხოვოს შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები.
  • 7.14 ციფრული პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, უკვე მიწოდებული ან გააქტიურებული პროდუქციის დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება კონკრეტული გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 7.15 გადახდის დაბრუნება ხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და გამოყენებული გადახდის მეთოდის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  • 7.16 თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნის გაგზავნა შესაძლებელია მხარდაჭერის სამსახურში ან შემდეგ მისამართზე: support@fungame.ge.
  • 8. მხარდაჭერის სამსახური და დავების განხილვა
  • 8.1 FunGame-ის მხარდაჭერის სამსახური მომხმარებლებს ეხმარება ვებგვერდით სარგებლობასთან, შეკვეთებთან, გადახდებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
  • 8.2 მყიდველსა და გამყიდველს შორის უთანხმოების შემთხვევაში მხარეებმა თავდაპირველად უნდა სცადონ საკითხის მოგვარება ვებგვერდზე არსებული ჩატის საშუალებით.
  • 8.3 თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ შეუძლიათ მიმართონ FunGame-ის მხარდაჭერის სამსახურს.
  • 8.4 დავის განხილვისას ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისწავლოს: შეკვეთისა და განცხადების ინფორმაცია; მყიდველსა და გამყიდველს შორის მიმოწერა; გადახდისა და პროდუქციის გადაცემის მონაცემები; მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დავის ობიექტურად შესაფასებლად.
  • 8.5 დავის განხილვის შედეგად FunGame-მა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება გარიგების დასრულების, თანხის დაბრუნების, შესაბამისი შეზღუდვის გამოყენების ან სხვა აუცილებელი ღონისძიების შესახებ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
  • 8.6 მომხმარებელი ვალდებულია დავის განხილვისას წარმოადგინოს სწორი ინფორმაცია და არ გააყალბოს მტკიცებულებები.
  • 8.7 FunGame ცდილობს დავები განიხილოს მიუკერძოებლად, არსებული მტკიცებულებებისა და წინამდებარე წესების საფუძველზე.
  • 8.8 ადმინისტრაციის მიერ დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, მათ შორის შესაბამისი ორგანოსთვის ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას.
  • 9. საჩივრები და მიმართვები
  • 9.1 ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ FunGame-ზე გამოქვეყნებული განცხადება ან სხვა ინფორმაცია არღვევს მის კანონიერ უფლებებს, შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას.
  • 9.2 საჩივარი უნდა შეიცავდეს: განმცხადებლის სახელს ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; საკონტაქტო მონაცემებს; პრობლემის ან სავარაუდო დარღვევის აღწერას; შესაბამისი განცხადების ან გვერდის ბმულს, თუ ასეთი არსებობს; მოთხოვნის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან სხვა მტკიცებულებებს, საჭიროების შემთხვევაში.
  • 9.3 FunGame უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ მიღებული საჩივარი არ არის საკმარისი საკითხის განსახილველად.
  • 9.4 საჩივრის განხილვის პერიოდში ადმინისტრაციას შეუძლია დროებით შეზღუდოს სადავო განცხადებაზე წვდომა, თუ ამისთვის არსებობს შესაბამისი საფუძველი.
  • 9.5 განხილვის შედეგად ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების აღდგენის, შეზღუდვის, წაშლის ან სხვა შესაბამისი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
  • 9.6 FunGame უფლებამოსილია, არ განიხილოს ისეთი მიმართვები, რომლებიც შეიცავს მუქარას, შეურაცხყოფას, განზრახ მცდარ ინფორმაციას ან არ უკავშირდება კონკრეტულ საკითხს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით რეაგირება სავალდებულოა.
  • 9.7 ოფიციალური მიმართვების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: support@fungame.ge
  • 10. დასკვნითი დებულებები
  • 10.1 ყველა საკითხი, რომელიც წინამდებარე წესებით არ არის მოწესრიგებული, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 10.2 FunGame იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან განაახლოს წინამდებარე წესები.
  • 10.3 წესების განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონმდებლობით ან თავად განახლებული წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  • 10.4 მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარებას.
  • 10.5 ოფიციალური პრეტენზიის ან საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: support@fungame.ge
  • 10.6 წინამდებარე წესები ძალაში შედის ვებგვერდზე მათი გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს განახლებამდე ან გაუქმებამდე.

საკონტაქტო ელფოსტა: support@fungame.ge