მოგესალმებით, FunGame-ის მომხმარებლებო! ❤️
უპირველეს ყოვლისა, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის და იმისთვის, რომ FunGame-ს ირჩევთ. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად განვავითაროთ პლატფორმა და შემოგთავაზოთ უფრო მეტი პროდუქტი, სერვისი და ახალი შესაძლებლობა.
გვინდა გაგიზიაროთ, რაზე მუშაობს ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე და რა სიახლეებს უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში.
მნიშვნელოვნად იზრდება პროდუქციის ასორტიმენტი
ამჟამად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი FunGame-ზე წარმოდგენილი პროდუქციის რაოდენობისა და მრავალფეროვნების მკვეთრი ზრდაა. აქტიურად ვმუშაობთ როგორც არსებული კატეგორიების გაფართოებაზე, ასევე სრულიად ახალი პროდუქტებისა და სერვისების დამატებაზე.
FunGame Marketplace — ახალი შესაძლებლობა ყიდვისა და გაყიდვისთვის
პარალელურად, უკვე დაწყებულია მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განახლებაზე, რომელსაც ბევრი თქვენგანი ელოდება — FunGame Marketplace-ზე.
ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ FunGame-ზე განათავსონ და გაყიდონ საკუთარი ციფრული აქაუნთები და სხვა ციფრული პროდუქტები. Marketplace განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც აქვს დიდი რაოდენობით ციფრული პროდუქცია და სურს მისი რეგულარულად გაყიდვა და ამ მიმართულებით შემოსავლის მიღება.
Marketplace-ის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის FunGame-ზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ასორტიმენტსაც — ჩვენს მიერ განთავსებულ პროდუქტებთან ერთად პლატფორმაზე ეტაპობრივად გამოჩნდება სხვადასხვა გამყიდველის შეთავაზებებიც. შედეგად, მომხმარებლებს ექნებათ კიდევ უფრო დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი.
სისტემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ზუსტი გაშვების თარიღის დასახელება ჯერ შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ FunGame Marketplace 2026 წლის ბოლომდე აუცილებლად გაეშვება.
ყოველკვირეული განახლებები
FunGame-ის განვითარება მუდმივი პროცესია და საიტზე განახლებები თითქმის ყოველ კვირას გამოდის. ვამატებთ ახალ ფუნქციებს, ვაუმჯობესებთ არსებულ სისტემებს და ვასწორებთ ტექნიკურ ხარვეზებს.
ზოგიერთი მნიშვნელოვანი განახლების დანერგვისას შესაძლოა საჭირო გახდეს საიტის გარკვეული დროით გათიშვა. ამიერიდან დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისა და მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გამოვაქვეყნებთ სიახლეების გვერდზე, რათა ყოველთვის იცოდეთ, როდის და რა ცვლილებები იგეგმება.
მადლობა, რომ ენდობით FunGame-ს და ჩვენთან ერთად ხართ! ❤️